|
2019-02-25 13:18:17, 1223 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: ივანიშვილთან მაქვს პრეტენზიები, თუმცა ჩემი რიტორიკა მის მიმართ აგრესიული არ იქნება
დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ირიცხება „ქართული ოცნების“ რიგებში, პარტიის თავჯდომარეზე აგრესიული რიტორიკით საუბარს არ აპირებს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ივანიშვილის მიმართ აქვს პრეტენზიები, თუმცა არის საკითხები, რის გამოც მის ქმედებებს პოზიტიურად აფასებს. „ახლა თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს რომ მე ახლა დავიწყებ ბიძინა ივანიშვილის მისამართით აგრესიულ რიტორიკას ეს არ იქნება და არა იმიტომ, რომ ის ამას არ იმსახურებს. მე მგონია, რომ მე არ მაქვს ამისი უფლება, როდესაც ვტოვებ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლის წევრიც 6 წელი ვიყავი, როდესაც შენ თანამონაწილე ხარ ძალიან ბევრი პროცესის და ამავე დროს თვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა საკითხებში მართალია და 2012 წლის 1 ოქტომბრის შემოქმედი, რა თქმა უნდა, იყო ქართველი ხალხი, მგრამ ივანიშვილის პიროვნული ფაქტორი ამ ყველაფერში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მის მერე ძალიან ბევრი პოზიტიური მოვლენა მოხდა. მაგრამ დღეს, რომ მოვდივარ იმას ნიშნავს, რომ ვხედავ იმ ნეგატიურს, რის გამოც მოვდივარ. შესაბამისად, მე მაქვს პრეტენზიები, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთანაც, მაგრამ თუ ჩემი რიტორიკა იქნება აგრესიული მის მიმართაც, არამგონია რომ ეს სწორი იყოს. მეორეც, არ მინდა სულ ბიძინა ივანიშვილზე საუბარი, შევთანხმდეთ, რომ ეს ჩემი ბრიფინგია და ჩემს გადაწყვეტილებას ეხება და თუ კითხვები გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან, უნდა ვკითხოთ მას“, - აღნიშნა ფოფხაძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)