00:45 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 17:10:39, 1435 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია - ბექა ნაცვლიშვილი არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა

„ბექა ნაცვლიშვილს აქვს ჯანსაღი პროტესტი, რაც არ ექნება მდინარაძესა და ზარდიაშვილს“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრის, ბექა ნაცვლიშვილის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლას.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ნაცვლიშვილთანაც ექნება.

„ბექა ნაცვლიშვილი არის პრინციპული ადამიანი და აქვს ჯანსაღი პროტესტი. ასეთი პროტესტი რომ არ ექნება მდინარაძესა და ზარდიაშვილს, ეს ცნობილია. ვიდრე ამ თანამდებობებს და პოზიციებს ინარჩუნებენ ყველაფერზე თვალს დახუჭავენ. ეს ის ხალხია, რომელიც ყველა ხელისუფლებასა და ყველა დროს ერგება, მაგრამ ბექა ნაცვლიშვილი არ არის კატეგორია, რომელიც ყველაფერს მოერგება. კონსულტაციები ბუნებრივია გვექნება, მე სხვა კოლეგებსაც ველოდები, ვისაც აქვს პროტესტის განცხადა და ვისაც აქვს სურვილი, რომ დატოვოს უმრავლესობა და შემდეგ ჩვენ გვექნება კონსულტაციები ფრაქციასთან დაკავშირებით. დაველოდოთ შემდეგი ვინ იქნება. ბექა არ იქნება ბოლო, ვინც დატოვა უმრავლესობა - დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics