|
2019-02-22 13:20:29, 1899 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია - ხმოვანი ასისტენტი დაემატა
თიბისის მობაილბანკს პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი დაემატა. ამიერიდან მობაილბანკის საშუალებით თანხის გადარიცხვა უკვე ხმოვანი ასისტენტის დახმარებით არის შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა, მომხმარებელმა მობაილბანკის მთავარ გვერდზე დააჭიროს ხმოვანი ასისტენტის სიმბოლოს, უთხრას რომელ შაბლონთან რამდენი ლარის გადარიცხვა სურს და თანხა გადაირიცხება. (მაგალითად: გადარიცხე გიორგისთან 5 ლარი). ხმოვანი ასისტენტი მომხმარებელს ეხმარება სხვა ფიზიკურ პირებთან ანგარიშის ან მობილურის ნომრით თანხის გადარიცხვის პროცესის განხორციელებაში. ახალი ფუნქცია თიბისიმ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართულ კომპანია Pulsar AI-სთან ერთად შექმნა. თიბისის სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული არხების განვითარება. ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის დამატებით თიბისი დგება მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მოწინავე ბანკების გვერდით როგორებიც არიან: "Bank of America. Wells fargo, Ally. ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის გამოყენების გარდა, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია: · ერთი აპლიკაციის გამოყენებით შევიდეს როგორც იურიდიული პირის, ასევე ფიზიკური პირის მობაილ ბანკში. („სხვა მომხმარერბლის" ფუნქციის გამოყენებით) · ნახოს ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების და გააკეთოს ამონაწერი · გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებზე და სხვასთან · გადარიცხოს თანხა კომპანიის ანგარიშებზე, სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშსა და ბიუჯეტში · შეავსოს მობილურის ბალანსი, კომუნალური, საბიუჯეტო გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა; · შექმნას გადარიცხვის შაბლონები; · მართოს დეპოზიტები და სესხები; · ნახოს დახარისხებული შემოსავლები და ხარჯები; · შეამოწმოს ვალუტის კურსები და დააკონვერტიროს თანხა; · იპოვოს თიბისი ბანკის უახლოესი ფილიალი ან/და ბანკომატი
(R)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)