11:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 14:38:50, 1223 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია: მოსამართლეებმა პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტს ფეხი დაუბაკუნეს

არ მინდა ამ დარბაზში დღეს მოვისმინო იუსტიციის საბჭოს წევრების სურვილი და ოცნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პლენაურლ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდება. 

"ეს ინიციატივა არ აჩერებს ახალი მოსამართლეების შემოყვანას და არ უშვებს სისტემიდან არავის, მაგრამ ეს ინიციატივა არის პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განაცხადა - ჩვენ ვართ თუ არა რეალურად ქმედებებით მზად რომ გადავდგათ ნაბიჯები რეფორმისკენ და ვართ თუ არა ის პარლამენტი, რომელიც პოლიტიკურ ნებას აჩვენებს საზოგადოებას, რომელსაც აწუხებს ის რაც დღეს ხდება, რომ არ დადის იუსტიციის საბჭოს ჭკუაზე. როგორც ეს ინიციატივა დარეგისტრირდა, ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე სანახაობა, როდესაც შეიკრიბა საბჭო მოსამართლეებთან ერთად, მათ პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუბაკუნეს პარლამენტს და უთხრეს, რომ ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერდნენ და ვნახეთ შეცვლილი განცხადებები რამდენიმე ჩვენი კოლეგის მხრიდან. მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, საკმარისი არ არის, ვილაპარაკოთ, რომ სამართლიანობა გვინდა ყველას, არ არის საკმარისი ვილაპარაკოთ რომ რეფორმები გვინდა, აღარ არის ამდენი დაპირებების დრო, იმიტომ რომ 7 წელია უკვე ამას ველაპარაკებით ადამიანებს. კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ ჩვენგან. მზად ვარ რეალური წუხილი მოვისმინო თუ აქვთ კოლეგებს, რატომ მიაჩნიათ ეს ინიციატივა, რომ არ უნდა იყოს მხარდაჭერილი. მაგრამ მე არ მინდა ამ დარბაზში დღეს მოვისმინო იუსტიციის საბჭოს წევრების სურვილი და ოცნება. ეს არის საქართველოს პარლამენტი რომელმაც უნდა აჩვენოს რომ ის ხალხის ინტერესებს გამოხატავს და არა რამდენიმე ადამიანის ინტერესს, რომელსაც უკვე ულტიმატუმის ენით შეუძლია ელაპარაკოს ქვეყანას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics