13:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 13:00:15, 1234 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: TBC-ს სასამართლო ივანიშვილის სასახლეში შედგა და იმ „ქურდული გარჩევის“ დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა

„სასამართლო „თიბისისთან“ დაკავშირებით შედგა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ ქურდული გარჩევის დროს, ასით ნული დამარცხდა მამუკა ხაზარაძე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დავის შეწყვეტის თაობაზე თიბისის გადაწყვეტილება, ნიშნავს, რომ საქართველოში საკითხის სასამართლოში განხილვას არავითარი აზრი არ აქვს.

„ის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო სისტემა და მას არ ენდობა ჩვენს ქვეყანაში არავინ, ეს ყველამ იცის, მაგრამ გუშინ, ლონდონში, თიბისი ბანკის მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა, უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ თიბისი ბანკთან დაკავშირებით და გამოაქვთ სარჩელი. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი. არავითარი აზრი საქართველოში საკითხის სასამართლოში განხილვას არ აქვს. სასამართლო თიბისი-სთან დაკავშირებით შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ ქურდული გარჩევის დროს ასით ნული დამარცხდა მამუკა ხაზარაძე. ის, რომ მამუკა ხაზარაძე, რომელმაც შექმნა, როგორც თვითონ ამბობს 500 დოლარიდან მილიარდნახევრიანი ბანკი, ტოვებს ამ ბანკს, გააგდეს ამ ბანკიდან, იძულებული გახდა წასულიყო, ვინაიდან, როგორც მანვე განაცხადა, 1 თვის განმავლობაში თიბისი ბანკმა იზარალა ორასი მილიონი დოლარი. ეს პროცესი რომ გაგრძელებულიყო უდიდესი რისკის ქვეშ დადგებოდა არა მარტო თიბისი ბანკი, არამედ მთლიანად საქართველოს საბანკო სისტემა. კატასტროფული ტემპებით მიდიოდა ნდობა და დევალვაცია საქართველოში ფინანსური სისტემისა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მან ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სებ-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვესტრუქატურად გადაიქცა.

„ის რაც თიბისი ბანკთან დაკავშირებით ხდება, რასაც პარლამენტი როგორც ჩანს გაერთიანებულ კომიტეტზე სამშაბათს განიხილავს, ეს უნდა იყოს  თითოეული თქვენგანის მსჯელობის საგანი. სამშაბათს კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი, რა მოხდა, ვინ აძალებდა ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ აქვს უკვე ნდობა რომ გააგრძელოს მუშაობა თავის პოსტზე. მას დარჩა ხუთი წელი. ამ ნდობით, ამ რეპუტაციით, მას საქართველოს საბანკო სისტემის მართვა არ შეუძლია. როცა ვამბობდით ერთი კვირის წინ რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის განყოფილება, ძალიან ვცდებოდით, სებ-ი დღეს გადაიქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ქვესტრუქტურად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

 

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის

 

„თიბისი ბანკი“ და ეროვნული ბანკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

 

ეროვნული ბანკი - „თიბისის“ გადაწყვეტილება ბანკზე დადებითად აისახება

 

„თიბისი“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავებს წყვეტს და ჯარიმის სახით 1 მილიონ ლარს გადაიხდის

 

ხაზარაძესთან ერთად თიბისი ბანკს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics