|
2019-02-21 10:49:06, 1639 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ სავალუტო ფონდის მისიასთან მიმდინარე ეკონომიკური პროგრამა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმებისმიმდინარეობა და თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან ერთადახორცილებს. სავალუტო ფონდის მისიის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ "გაფართოებული დაფინანსებისმექანიზმით" მიმდინარე პროგრამა. აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც არსებობს საქართველოს ეკონომიკისსტაბილურობისა და გარე შოკებისადმი მედეგობის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას ქვეყნისეკონომიკის ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის კუთხით, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ვიზიტის ფარგლებში ასევე გამართავს შეხვედრებს მთავრობის ეკონომიკურიგუნდის და პარლამენტის წევრებთან, ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორისწარმომადგენლებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)