|
2019-02-20 17:02:23, 1228 ნახვა
კომენტარი
ბიზნესომბუდსმენი - მზად ვარ შევხვდე TBC-ს დამფუძნებლებს, თუ აქვთ ინფორმაცია, რომელიმე უწყებიდან ზეწოლის შესახებ
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მზად არის "თიბისი ბანკის" ერთ-ერთ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვდეს. ლექვინაძის განმარტებით, მას სურს ბანკის დამფუძნებლებისგან მოისმინოს შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია. „მე, პირველ რიგში, ვეყრდნობი იმ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ოფიციალურად გაკეთდა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, პირადად შევხვდე ბანკის დამფუძნებლებს, თუ მათ აქვთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი უწყებიდან ხდება გარკვეული ზეწოლა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამ ფონმა მნიშვნელოვნად არ უნდა დააზარალოს ის საინვესტიციო ფონი, რომელიც არსებობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, რადგანაც ნებისმიერმა არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ, შეიძლება არასწორი განცდები გამოიწვიოს ინვესტორებში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)