13:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 14:55:54, 1232 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე ინფრასტრუქტურის მინისტრს: იწყებთ რაღაცას და ვერ ამთავრებთ - კორუფციაა მიზეზი თუ ვიღაცამ დაგწყევლათ?

„იწყებთ რაღაცას და ვერ ამთავრებთ. რა არის მიზეზი? კორუფცია, თავმოუბმელობა თუ ვიღაცამ დაგწყევლათ?“, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, 6 წლის განმავლობაში სამინისტრომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, თუმცა მნიშვნელოვანი პროექტები არ განხორციელებულა.

„ქალბატონო მაია, რით ხსნით იმ ფაქტს, რომ 6 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის 6 მინისტრი შეიცვალა? მაშინ როდესაც მაგალითად, ამ 6 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ერთადერთი და შეუცვლელი მინისტრი. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები არიან ასე ცუდები თუ ქალბატონი თეა წულუკიანი არის ასე კარგი. ამ 6 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა ექვსნახევარი მილიარდი ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფულს თუ დავუმატებთ, დაახლოებით გამოდის 9 მილიარდ ლარამდე ინფრასტრუქტურის მიერ გაწეული თუ გასაწევი ხარჯი. ეს არის იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დაიხარჯა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა მთავრობის მიერ. მათ შორის იმ ცხრა წლიანი მთავრობის მიერ. რაიმე ჩანს გაკეთებული გარდა იმისა რაც მართლაც გაკეთდა იმ 9 წელიწადში? რომელია ის პროექტები, რაც უნდა დასრულებულიყო და დაწყებულიც არ არი, რატომ გადაიქცა საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობის პოლიგონად? იწყებთ რაღაცას და ვერ ამთავრებთ. რა არის მიზეზი? კორუფცია, თავმოუბმელობა თუ ვიღაცამ დაგწყევლათ და მეშვიდე მინისტრს უნდა ველოდოთ?“, - მიმართა რომან გოცირიძემ მაია ცქიტიშვილს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics