|
2019-02-20 12:19:53, 1797 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება
სს „ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის. თუმცა ვიდრე „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია ბულგარეთში დახლებზე გამოჩნდება, მანამდე სოფიაში მის პოპულარიზაციაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა იზრუნა. თამარ ლილუაშვილის ინიციატივით სოფიაში სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლუდის ბრენდების დეგუსტაცია გაიმართა. საქართველოში წარმოებულმა ლუდმა სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული საექსპორტო პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. „ჩემთვის, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბულგარელებს ქართული კულტურა და ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია უკეთ გავაცნო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიცნონ საერთაშორისო ბაზრებზე. ამ მიზნით, საქართველოს საელჩოს ეგიდით საქართველოში წარმოებული ლუდის დეგუსტაცია მოვაწყვეთ, სადაც სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ წარმოებული ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ბრენდებიც იყო წარმოდგენილი. სტუმრები მართლაც აღფრთოვანებულნი დარჩნენ, "ზედაზენის" პროდუქცია ძალიან მოეწონათ. საქართველოს სახელით ამგვარ ღონისძიებებს ხშირად ვაკეთებ, თითქმის ყოველ თვე ვუთმობთ ქართული წარმოების პოპულარიზაციას. ჯერჯერობით ბულგარეთში ქართული პროდუქციის ცნობადობა დაბალია, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ცნობადობა გაიზარდოს და ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაჩნდეს“, - აცხადებს ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)