|
2015-06-18 16:14:46, 395 ნახვა
საზოგადოება
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და შედეგების შესახებ ამ დროისათვის არსებულ ინფორმაციას ავრცელებს. საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 პიროვნება, 13.00 საათის მონაცემებით კლინიკაში რჩება 6 პაციენტი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული უწყებებიდან შემოსული ინფორმაციით, სვანიძის ქუჩაზე სამუშაოები 06.00 საათიდან განახლდა. ტერიტორიაზე მუშაობს თავდაცვის სამინისტროს - 4, შპს „ვაკის“ - 5, მერიის დასუფთავების სამსახურის 8 თვითმცლელი, 2 დიდი და 3 პატარა ტრაქტორი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2 სატუმბი მანქანა, თავდაცვის სამინისტროს 48 ტონიანი ამწე, ერთი დამტვირთავი, ასევე, თავდაცვის სამინისტროს ასეული. ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, „საქრუსენერგოს“ 30-კაციანი ჯგუფი, შპს „ვაკის“ თანამშრომლები. მიმდინარეობს ტერიტორიის, მისასვლელი გზების, საცხოვრებელი სახლების, ასევე სახლის სარდაფების გაწმენდითი სამუშაოები. თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრიდან გამოტანილია 5 დათვის ლეში, დარჩენილია კიდევ 5. ვაკის „ხორცპროდუქტების“ ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წყლის და შლამის ამოტუმბვა და ადგილზე დარჩენილი გაფუჭებული პროდუქტის გატანა. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, წყნეთი-ბეთანიის მიმართულებით ექსპერტები გეოლოგიურ კვლევებს ატარებენ. წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპისთვის სახიფათოა ჩამოშლილი გზის აღდგენითი სამუშაოების დაწყება, შესაბამისად, მიმდინარეობს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობა. რაც შეეხება ამ მონაკვეთზე მეწყერში ჩარჩენილ 5 ავტომანქანას, დილიდან დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები მათ გამოსაყვანად. სამუშაოებში ჩართულია 3 ერთეული მძიმე ტექნიკა, თვითმცლელები და შესაბამისი პერსონალი. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის უკვე აღდგენილია ახალდაბასთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა. ასევე მიმდინარეობს სოფლის შიდა გზაზე არსებული ღრმულის ამოვსება. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი. ამ მიმართულებით მუშაობს 8 ერთეული მძიმე ტექნიკა, 10-ზე მეტი თვითმცლელი. თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთის ქუჩაზე სამუშაოები განახლდა დილის 06.00 საათიდან. დღის განმავლობაში განხორციელდება საცდელი საბურღი სამუშაოები. ამ ზონაში მუშაობს 2 ბულდოზერი, 2 ტრაქტორი, 6 თვითმცლელი. ჩატარდა წყნეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ძველი და ახალი გვირაბების შემოწმება ნავებით. ერთ გვირაბზე აღმოჩენილია 1 მეტრის რადიუსის დაზიანება, რომლის აღდგენაც მოხდება დღის განმავლობაში. ჩეჩელაშვილის ქუჩაზე განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები, გატანილია ჩამოწოლილი მიწის მასა და გარღვეული დამცავი ბეტონის კედლის ნარჩენები. მერიის მიერ გატარდება შესაბამისი დამცავი ღონისძიებები. მერიიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქალაქში არ არის აღმოჩენილი არცერთი მტაცებელი ცხოველი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინსტრუქციები მოხალისეებისთვის, რომელიც განთავსებულია სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციები ადგილზევე მისცა მინისტრმა, ბატონმა დავით სერგეენკომ, ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა. რაც შეეხება მოხალისებს, სტიქიის მიერ დაზარალებულ უბნებზე მათი შესვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მათ უნდა ეცვათ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)