22:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 12:29:01, 1447 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო სავაჭრო პალატა - მივმართავთ მთავრობას, შეწყვიტოს თავდასხმები „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე

 „შეშფოთებას გამოვთქვამთ  ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუარესებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს მაფიოზური დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის მიმართ“, - ასე ეხმაურება საერთაშორისო სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „თიბისი ბანკზე“ მიზანმიმართული თავდასხმა ხორციელდება, რაც  საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობას ზიანს აყენებს.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეზე კონცენტრირებული თავდასხმა ხორციელდება მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით, მათ შორის პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მიერ.

ეს მიზანმიმართული თავდასხმები დაიწყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან საჯაროდ გააკრიტიკა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი მამუკა ხაზარაძე.

„თიბისი ბანკი“ არის საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. „თიბისი ბანკზე“ მიზანმიმართულმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს და საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობას.

ჩვენი მოსაზრებაა, რომ მსგავსი ქმედებები მთავრობის მხრიდან ივანიშვილის პირად დღის წესრიგში დგას, როგორც „თიბისი ბანკის“, ასევე ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით.

სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობაში წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ქრონიკულმა ჩარევამ ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციამდე მიგვიყვანა. „თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მხრიდან იგივე ზეწოლა და ჩარევა ასევე გამოიწვევს ეროვნული ბანკის დისკრედიტაციას.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას სთხოვს შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებისადმი თავდასხმები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს, კობა გვენეტაძეს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ზეწოლას, რათა შეუნარჩუნოს ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ მას გადადგომისკენ, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ღირსება და რეპუტაცია.

ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუარესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატა შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს მაფიოზური დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის მიმართ. საერთაშორისო სავაჭრო პალატა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, რათა წერტილი დაუსვას უსამართლობას“, - ნათქვამია საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics