15:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 18:38:35, 1216 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ოპოზიციას 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს - ახლა თემა დახურულია

„საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდეგ ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი,  მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები.  ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა მაშინ საკონსტიტუციო რეფერენდუმს და იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მიმართ",-ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გეგმას მილიონი ხელმოწერის შეგროვების შესახებ,  რათა 2020 წელს არჩევნები  პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პროპორციული სისტემა 2020 წლიდან ამოქმედებულიყო, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ ამაზე უარი თქვა. მისივე განცხადებით, მუშაობა გაგრძელდება დღეს ჩამოყალიბებული კანონმდებლობით.

„საკონსტიტუციო რეფორმა დასრულებულია. მაშინ ჩენ შევთავაზეთ ოპოზიციას უკვე 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, თუმცა, ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია ორსაფეხურიანი სისტემით გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. არის რეფორმა დასრულებული, ეს თემა არის დახურული, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა იმ კანონმდებლობით, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული. რაც შეეხება მილიონ ადამიანს, ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი, მას შემდეგ, რაც დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა მაშინ საკონსტიტუციო რეფერენდუმს და იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მიმართ. თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ჩვენ მოვიგეთ ძალიან მყარად მუნიციპალური არჩევნები",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics