|
2019-02-13 19:28:18, 1442 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მიზნით 2019 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი
საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მიზნით 2019 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, იგეგმება ბათუმის, კასპიის, გურჯაანის ტექნოლოგიური ცენტრების დასრულება და ქუთაისის ცენტრის აშენება. ამასთან, ერთი ახალი აქსელერატორის ფორმირება თბილისში. კიდევ ერთი სიახლე - მინისტრის განცხადებით, იგეგმება 5 და 100 000 ლარიანი გრანტების გაფართოება 250 000 დოლარიანი გრანტით. ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, დაგეგმილია ვენჩურული და ენჯელ საინვესტიციო ფონდების საკანონდებლო რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მათი შექმნის პროცესს. ასევე მოხდება სტარტაპების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და სტარტაპებისთვის რიგ აქტივობებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)