|
2019-02-13 18:46:04, 1538 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - 2019 წელს მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამას ვიწყებთ
„წელს ქვეყანაში მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამით იგეგმება ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის გადამზადება. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, ესენია ტურიზმი და სასტუმროები, ICT სექტორი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის წარმოება, ავეჯის დამზადება, ავტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აწყობა - წარმოება, კომპიუტერებისა და ელექტრონული ნაწარმის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და მშენებლობა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩამოყალიბდა საბჭოები პრიორიტეტული სექტორების მიხედვით და მათ მუშაობაში სამთავრობო უწყებების გარდა, მონაწილეობდნენ ბიზნესის, პროფესიული განათლებისა და დონორების წარმომადგენლები. საბჭოებმა დაადგინეს პროფესიები და გადასამზადებელ პირთა რაოდენობა, სასწავლო პროგრამა, ასევე განსაზღვრეს დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის საჭიროება გეოგრაფიულ ჭრილში და სხვა. პროფესიული განათლების მოკლევადიანი პროგრამის პირველი ტალღის დაწყება არსებულ ბაზაზე 1-ლი აპრილიდან იგეგმება.
(NS)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)