2015-06-18 10:18:43, 389 ნახვა
საზოგადოება
მერიის გადაწყვეტილებით, მოხალისეებმა სამუშაოები შეაჩერეს
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადგილებში, სადაც რისკის ზონაა მოხალისეების მუშაობა შეჩერებულია.
შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მიიღო.
„ამ ადგილებში ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. მოხალისეები უფრო გარეუბნებზე იმუშავებენ“, – აღნიშნა ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან