|
2019-02-12 12:38:49, 1801 ნახვა
ეკონომიკა
„დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია
ამერიკული რესტორნების ქსელ “დანკინის“ ყავის გაყიდვებმა საქართველოში წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია. „დანკინმა“ ყავის ბაზრის ლიდერობის ამბიცია არა მხოლოდ საერთაშორისო არამედ ქართულ ბაზარზე რებრენდინგის განაცხადით გასული წლის ბოლოს გაასაჯაროვა. წლის დასაწყისი კი კომპანიის ქართულმა წარმომადგენლობამ ყავის გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით აღნიშნა. 2018 წლის ბოლოს ლეგენდარულმა ამერიკულმა ბრენდმა „დანკინ დონატსმა“ სიტყვა - „დონატი“ კომპანიის დასახელებიდან ამოიღო და ყავის ბაზრებზე თავისი პოზიციის შემდგომი გამყარება დაისახა მიზნად. „დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი. „“დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად, ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს დილას, შუადღეს თუ საღამოს ყავა სად დააგემოვნოს. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია“, აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე. „დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “ვისოლ ჯგუფმა” „დანკინ დონატსის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 24 ბრენდირებული რესტორანია.
(R)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)