|
2019-02-11 10:49:33, 1217 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: რამდენჯერაც შეეცდება „ნაცმოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს
„რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა ემიგრანტების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც გუშინ ბელგიაში შედგა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ საზოგადოებას დახმარება დასჭირდება, მმართველი გუნდი დახმარებისთვის მზად არის. „ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამდენჯერაც წამოწევენ თავს, საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, უნდა იყოს რეაგირება. პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია არის აუცილებელი, ამაზე არის პასუხისმგებელი საზოგადოება პირველ რიგში და თითოეული პოლიტიკური ძალა, რომელიც სათანადოდ უდგება ამ საკითხს. „ნაციონალური მოძრაობის" რომ არ გვეშინია, დავადასტურეთ ყველა გასულ წელს, ყველა არჩევნებში, ჩვენ ვპირდებოდით ყოველთვის საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის" რაიმე ფორმით რევანშს და ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ ასევე მომავალ წელსაც, საპარლამენტო არჩევნებში. ამ კუთხით ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი", - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)