2019-02-08 17:04:32, 2526 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6461 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6471 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.9996 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0008 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,