|
2019-02-08 13:42:42, 1291 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - დარბაზში სკოლის დირექტორები დაგვახვედრეს, რომ რაღაც ფორმით მინისტრის პოზიციები გაეძლიერებინათ
„ვინ წარმოიდგენდა იმას, თუ კომიტეტის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა ის უმსგავსობა, რომელსაც ჰქვია სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა კომიტეტის სხდომაზე სკოლის დირექტორები მიიყვანა, იმისათვის, რომ განათლების მინისტრის პოზიციები გაეძლიერებინათ. „უკიდურესად მძიმე შთაბეჭდილება დატოვა იმან, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება პირველ რიგში მასწავლებლებს. დარბაზში დაგვახვედრეს სკოლის დირექტორები იმისათვის, რომ რაღაც ფორმით გაეძლიერებინათ ბატონი მინისტრის პოზიციები. უფრო მეტიც დარბაზში მოიყვანეს ე.წ. იმ 9 წლის წინათ გათავისუფლებული დირექტორები, რომლებიც შეძახილებით გვამკობდნენ, რომ უსამართლოდ გამათავისუფლესო. კი მაგრამ თუ უსამართლოდ იყვნენ გათავისუფლებულები, ამ შვიდი წლის გაბნმავლობაში როგორ ვერ ჰპოვეს სამართალი? შემდეგ ვკითხე მათ, რომ დამთავრდა სხდომა, არც ერთი დღეს არ მუშაობს სასკოლო სისტემაში. რატომ არ აღადგინეთ? ან რატომ არ მიმართეს სასამართლოს? მაგრამ შემთხვევით აღოჩნდა ჩვენს მიერ მიყვანილი ადამიანები, რომლებიც განათლების სისტემის რეფორმის საკითხებზე გვყავდა მოწვეული და ერთი „ევროპული საქართველოდან“ ამ ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი, რომელმაც მოიგო სასამართლო პროცესი და 20 ათასი ლარი გადაუხადეს განაცდურისათვის. თქვენი შეცდომებით ბიუჯეტი ხარჯავს ფულს. მეორე - ჩვენს მიერ მიყვანილი დავით ლაგვილავა, რომელიც ჩვენი განათლების ჯგუფში მუშაობს, შემთხვევით აღმოჩნდა ასევე გათავისუფლებული ამ ხელისუფლების მიერ, ის იყო წლის საუკეთესო დირექტორად აღიარებული და მანაც ასევე მოიგო სასამართლო. ამიტომ, განათლების სისტემის პოლიტიზირება და საარჩევნოდ მათი გამოყენება, ეს არის პირდაპირი დანაშაული და უზნეობა. ყველა არჩევნები რაც ჩატარდა, ჩატარდა მასწავლებლებისა და კრიმინალების მონაწილეობით. საარჩევნო უბანზე მარჯვნივ იდგნენ მასწავლებლები სიით და აკვირდებოდნენ თავიანთი მოსწავლეების მშობლებს, გამოცხადდნენ თუ არა, მარცხნივ კი იდგნენ კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებდნენ უბანს და ატერორებდნენ შემდეგ არჩევნებზე მისულ მეზობლებს და ნაცნობებს. სამწუხაროდ ეს სურათი ვიხილეთ გუშინ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)