2019-02-07 10:03:03, 1884 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.6487 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6487 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6506 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.0187 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 3.0270 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,