16:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 12:45:03, 707 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: დამამცირებელ პირობებში მოქალაქეების ცხოვრებას ვერ შევეგუებით - „ოცნების ქალაქი“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს

„ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და მართლა ახალ სიცოცხლეს შეიძენს აღნიშნული დასახლება“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფმა იქ არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა უკვე დაასრულა და შესაბამისი დასკვნა უმოკლეს ვადებში დაიდება.

„სულ რაღაც 6 თვის წინ, როდესაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მე დავპირდი მოსახლეობას, რომ ვიზრუნებდით მათზე და შევუქმნიდით ცხოვრებისთვის ღირსეულ პირობებს. ჩვენი გუნდი ვერ შეეგუება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში და ასევე, დამამცირებელ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას. ყოველდღიურად, დაუღალავად ვზრუნავთ, რომ ეს პრობლემები იყოს გადაჭრილი.

აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და შეცვლის ასობით ადამიანის ყოფა-ცხოვრებას. მუყაოს, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს, და იქ მართლა ახალ სიცოცხლეს შეიძენს აღნიშნული დასახლება და ე.წ. ოცნების ქალაქი გახდება ნამდვილად ახდენილი ოცნებების ქალაქი.

სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას თავის მოსახლეობაზე და იწყებს მათი პრობლემების მოგვარებას. ბინების აშენება, გადაცემა მოხდება ეტაპობრივად, ფაზების შესაბამისად. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო ჯგუფმა უკვე დაასრულა იქ არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა. უმოკლეს ვადებში დაიდება დასკვნა და მოხდება გადაწყვეტილებების მიღება უმოკლეს ვადებში. აღნიშნული გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი, რადგან არცერთ ადამიანს არ დარჩეს უსამართლობის განცდა.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს და სამთავრობო გუნდს მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიჩინეს აღნიშნული საკითხის მოგვარების თაობაზე და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ სწრაფად და ეფექტურად, უმოკლეს ვადებში გადავჭრით აღნიშნულ ძალიან მძიმე სოციალურ პრობლემას. ასევე პროცესში ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც და საზოგადოებაც“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, უყურადღებოდ არც ის ადამიანები დარჩებიან, რომლებიც წლების მანძილზე სახელმწიფო ფართებში ცხოვრობდნენ.

„ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ სახელმწიფო ფართებში და მათთან მიმართებითაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

დღესვე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მინისტრს დაევალება მოამზადოს როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო დოკუმენტაცია და უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ტენდერის პროცედურების ჩატარება. ამავე დროს, დღესვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი პროცესები ოცნების დასახლებაში.

აქვე მინდა გითხრათ, რომ აჭარის მთავრობაში ბრიფინგებს ჩვენ მივცემთ რეგულარულ ხასიათს, სადაც თქვენთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე აქტივობებს და ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics