|
2019-02-05 13:12:36, 1420 ნახვა
კომენტარი
კახიძე უმრავლესობას: მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ სულ ხელისუფლებაში იქნებით
მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლებაში იქნებით სულ, - ასე მიმართა "ევროპილი საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარუ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას. კახიძე ქვეყანაში არსებულ რამდენიმე პრობლემას შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდა 7-წლიანი მმართველობის დროს საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება ვერ უზრუნველყო. "7 წლის წინ თქვენ მიიღეთ დაკვეთა ქართული საზოგადოებისგან, რომ გაგეუმჯობესებინათ ქვეყანაში არსებული ვითარება, გაგეგრძელებინათ ის, რაც იყო კარგი წინა ხელისუფლების დროს და გამოგესწორებინათ ის ნეგატივი, რაც ახლდა მაშინდელ მმართველობას. 7-წლიანი მმართველობის თავზე, თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“ , თქვენი გაცემული დაპირებების საპირისპიროდ, ვერ შეინარჩუნეთ და გააუარესეთ შემდეგი მიმართულებები - უსაფრთხოების საკითხი, დანაშაული და კრიმინალი, კორუფცია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ეროვნული ვალუტის კურსი, ყველა ძირითადი მიმართულებით ქვეყანაში გვაქვს რეგრესი. მინდა შევეხო ორ მნიშვნელოვან საკითხს - ერთი ეს არის ფარული მიყურადება და სასამართლო სისტემა. ჩაწერები, უკანონო თვალთვალი, ეს იყო პრობლემა და 7 წლის განმავლობაში ეს პრობლემა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანეთ. გარდა იმისა, რომ რუტინულად გრძელდება უკანონო თვალთვალი და მიყურადება, ამის დასადასტურებლად რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტის შემთხვევაც კმარა, ეს პრაქტიკა გრძელდება, მაგრამ ახალ სიმაღლეზე აიყვანეთ, რადგან სისტემურ პრობლემად იქცა უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნება, მათი გავრცელება და ამის გამოყენება პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად. მე მოგიწოდებთ, რომ ამ საკითხს ნუ შეხედავთ იმ კუთხით, რომ დღეს ხართ ხელისუფლებაში, სარგებლობთ ივანიშვილის სიმპათიით და ეს არ შეგეხებათ, ეს არის ბოროტება, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს ყველა მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. მეორე საკითხი ეხება სასამართლოს, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი, ნაცვლად იმისა, რომ გამოგესწორებინათ მდგომარეობა, გადაიბარეთ და საკუთარ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებინებთ. მეტიც, წარმოადგინეთ ისეთი ვთარება როდესაც ამ დაკვეთების შემსრულებელ ხალხს უვადოდ ამწესებთ უზენაეს სასამართლოში. მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლებაში იქნებით სულ. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ეს ადამიანები, რომელბსაც არანაირი მოლარული ბარიერი არ აქვთ, აუცილებლად კვლავ გამოიყენებენ სისტემას თქვენს წინააღმდეგ, გამოფხიზლდით და პრობლემებს გაუსწორეთ თვალი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)