16:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 14:42:54, 472 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ორ სამინისტროში ახალი მოადგილეები წარადგინეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს  ეწვია და თანამშრომლებს უწყების ხელმძღვანელთან, ინგა შამილიშვილთან ერთადმინისტრის ახალი მოადგილე - ალექსანდრე დავითაძე, წარუდგინა.

თორნიკე რიჟვაძემ წარდგენისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება განათლება და ახალგაზრდობა.

,,მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო იქნება წამყვანი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც ვგეგმავთ მიმდინარე წელს. ზოგადად, ცენტრალური განათლების სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც შეცვლის მთლიანად განათლების სისტემას და ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი გაცხადებულია პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა. დღევანდელი საკადრო ცვლილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ახალგაზრდული კომპონენტი უნდა იყოს განსაკუთრებით გამოკვეთილი და ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მაქსიმალური ჩართულობის და თვითრეალიზაციის საშუალება",  - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის ახალი მოადგილის წარდგენისას.

ალექსანდრე დავითაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისოურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დღესვე, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან  ერთად,  უწყებაში ახალი მოადგილე წარადგინა.

სულხან მოწყობილი  დღეიდან, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის რანგში, კურირებას გაუწევს აგრარული კუთხით განსახორციელებელ პროექტებს.

,,მნიშვნელოვანია, რომ ის პროგრამები, რაც გვაქვს დაგეგმილი, იყოს ეფექტიანად განხორციელებული, მაქსიმალურად კოორდინირებული და სწორედ ამით არისგანპირობებული დღევანდელი გადაწყვეტილება", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონის ხელმძღვანელმა ნარინჯისფერი რთველის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აღნიშნა, რომ დარგს ექნებახელშეწყობა მთავრობის მხრიდან.

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით მაქსიმალურად გვინდა გავაუმჯობესოთ ეფექტურობა ყველა რგოლში. მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროში საქმიანობს. ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ აჭარაში სოფლის მეურნეობაში ჩართული ოჯახების შემოსავალი, რაც ტურიზმთან ბმაშიგანხორციელდება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics