|
2015-06-17 14:31:32, 409 ნახვა
საზოგადოება
"ტექნო ბუმის" თანამშრომლები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარნენ
"ტექნო ბუმი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს თბილისში დატრიალებული სტქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთელ საქართველოს. „ეს დიდი ტკივილი და მძიმე განსაცდელია, რომელის გადატანაც მთელი საქართველოს ერთად დგომით, ერთმანეთის სიყვარულით,თანაგრძნობით და მხარდაჭერით არის შესაძლებელი“, - აცხადებენ კომპანიაში. „ტექნო ბუმის“ თანამშრომლებმა ამჯერად დაზარალებული ოჯახები უკვე იმ სასტუმროებში მოინახულეს, სადაც ისინი დროებით არიან განთავსებული და მორიგი პირველადი მოთხოვნის პროდუქტი და საჭირო წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს საჩუქრად. „ჩვენ მოვინახულეთ ბელიაშვილის N91 სასტუმრო "აისბერგში" და სასტუმრო "ტეხსაში" 18 ოჯახი, 13 ოჯახი მიქელაძის N7 სასტუმრო"444"-ში, პეკინის 51 სასტუმრო "ლევილში" "თელა" და სასტუმრო" ხიბლში" მყოფი 25 ოჯახი სულ ჯამში 65 ოჯახი მოვისმინეთ მათი ისტორიები დავამშვიდეთ და გავიზიარეთ მათი განცდები, აღფრთოვანებული ვართ მათი გამძლეობით და შემართებით ისინი დიდ მადლიერებას გამოხატავენ ყურადღებისთვის და იმედოვნებენ რომ საზოგადოების და ხელისუფლების მხარდაჭერით მათ კვლავ ექნებათ საკუთარი ჭერი ... ჩვენც ვუერთდებით მათ შემართებას ერთად დგომას და ერთსულოვნებას დიდი ენერგია და საოცარი ძალა აქვს, გვჯერა ჩვენ ერთად, შევძლებთ მალე მათ უკვე საკუთარ სახლებში კვლავ ვეწვიოთ და გავახაროთ”, - აცხადებენ „ტექნო ბუმის“ თანამშრომლები.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)