|
2019-01-29 14:52:02, 1580 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: 15 თებერვალიდან, ბიზნესი დღგ-ს ზედმეტობას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს
15 თებერვალიდან, ბიზნესი დღგ-ს ზედმეტობას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" განაცხადა . როგორც მან აღნიშნა, გასულ წლებში საგადასახადო ორგანოები კონსერვატიულად უდგებოდნენ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების პროცესს, რაც ბიზნესში იწვევდა იმის განცდას რომ დღგ-ს უკან დაბრუნების მოთხოვნა აუცილებლად დასრულდებოდა საგადასახადო შემოწმებით. „2018 წელი სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხვრევის წლად შეიძლება ჩაითვალოს, რასაც ადასტურების ის ფაქტიც რომ ამ წელს უპრეცედენტოდ დიდი თანხა იქნა უკან დაბრუნებული (521 მლნ ლარი). 2019 წლის 15 თებერვლიდან, ანუ იანვრის თვის დელარაციების მიხედვით, დღგ-ს დაბრუნების პროცესი ხდება ავტომატური, რაც გულისხმობს, ყოველგვარი გადამოწმება-შემოწმების გარეშე, მოთხოვნილი თანხის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდებას 24 საათის განმავლობაში. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემა, ავტომატურად დაამუშავებს ყველა წარდგენილ დეკლარაციას და რისკების მართვის ავტომატიზირებული სისტემის საშუალებით გაფილტრავს იმ კომპანიებს, რომლებსაც ავტომატურად დაუბრუნდებათ მოთხოვნილი თანხა. ასეთი კომპანიების რაოდენობა, ზედმეტობის მქონე კომპანიების მინიმუმ 90% იქნება. ზემოაღნიშნული პრაქტიკულად გამორიცხავს ადამიანური ფაქტორის ჩართულობას ან რაიმე გავლენის მოხდენას დაბრუნების პროცესზე," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში". კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" დღეს გაიხსნა. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)