|
2019-01-29 14:13:50, 1361 ნახვა
ეკონომიკა
ჰოლოლეი: დავიწყებთ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზების განვითარების კუთხით
თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" სიტვით გამოვიდა საპატიო სტუმრად მოწვეული ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019"- ის ეგიდით იმართება, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, ამგვარი ურთიერთობების საწინდარი ასოცირების ხელშეკრულება და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. „ამის მიზანი იყო როგორც პოლიტიკური დაახლოება, ასევე ეკონომიკური ინტეგრაცია. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია საერთო ვაჭრობაში 30%-იანი წილით. ჩვენ ყოველწლიურად 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ვუწევთ ქვეყანას და ჩვენი ბანკი - ევროპის საინვესტიციო ბანკი, ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მხარდამჭერია, უმთავრესად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით", - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი მობილურობა და ტრანსპორტია. „ტრანსპორტი და სატრანსპორტო ხაზები ჩვენი ეკონომიკების განვითარების უმთავრესი ფაქტორებია. ამ კავშირის არსებობა არა მხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობას აღრმავებს, არამედ, ასევე, ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ჩემი აზრით, წინა წელს ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი, როდესაც ევროპიდან საქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოვიდა". ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან იწყებს დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზების განვითარების კუთხით. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ მისასალმებელი სიტყვების დასრულებისთანავე, მე და ჩემი კოლეგა, გიორგი ქობულია დავიწყებთ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზების განვითარების კუთხით. ასეთ დიალოგს ევროკავშირი იმ ქვეყნებთან აწარმოებს, სადაც აშკარაა ორმხრივი სტრატეგიული და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ინტერესი", - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ. მან ხაზი გაუსვა საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების განვითარების ტემპს და მნიშვნელობას, თუმცა, აღნიშნა, რომ რომ სწრაფი ზრდა ასევე ახალ გამოწვევებს წარმოშობს. ამიტომ, აუცილებელია ინფრასტრუქტურის შემდგომი ინვესტირება, რათა შესაძლებელი იყოს მოთხოვნის სათანადოდ დაკმაყოფილება. „სასიხარულო ამბავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, 9 იანვარს, ევროკავშირმა ფორმალურად გააფართოვა ევროკავშირის ტრანსევროპული ქსელი და მის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც მოაქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ახალ გეგმებს უსახავს საქართველოს პრიორიტეტული კავშირების განვითარების თვალსაზრისით როგორც რეგიონის შიგნით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ასევე უზრუნველყოფილია სტაბილურობის განცდა ინვესტორებისათვის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ კავშირების დადგენაზე, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფს უკეთეს კავშირს ევროკავშირსა და საქართველოს შორის", - განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა. ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მისი მონაწილეობის ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომა გაიმართება. აღნიშნული დიალოგი საქართველოსთან პირველად ტარდება.
(NS)
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)