|
2019-01-26 14:16:10, 1416 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: კორუფციაში ჩართვის გადაწყვეტილება ვინც მიიღო, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ნებისმიერი ტიპის კანონდარღვევა ან კორუფციაში ჩართულობა პასუხგაცემული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან და დედაქალაქის მერია ამის სადარაჯოზე ყოველთვის იდგება. ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. „ძალიან ცუდია, რომ ყველამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ჩვენ არ დავუშვებთ კორუფციას და ვიქნებით უმკაცრესები ამგვარი ფაქტების გამოვლენისას. თუ გავიხსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში, თბილისის მთავრობის პირველივე სხდომაზე მერმა გააკეთა განცხადება და გაფრთხილება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ. ვინც ეს განცხადება ასე მარტივად გაატარა და ამის მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება კორუფციაში ჩართვაზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხი მიეცემა. მე წინასწარ ბრალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამას აქვს შესაბამისი სამართლებრივი პროცესი და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მინდა, ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუნიციპალიტეტში მუშაობს, მიიღოს გაფრთხილება, ვისაც კი ასეთი რამ გაუფიქრებია, ბოლომდე მოგყვებით. ისინი აუცილებლად დაადგებიან იმავე გზას, რა გზასაც კორუფციაში ჩართული ადამიანები ადგანან“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების მიმართ პრევენციულ ღონისძიებებს დედაქალაქის მერია სისტემატურად ატარებს. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთი ასეთი შემთხვევა ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.
(NS)
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)