|
2019-01-25 12:33:46, 2243 ნახვა
ეკონომიკა
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა - ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი 75.9 ქულით მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (68.6 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (60.8 ქულა). 2019 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სარეიტინგო ქულა 12 კომპონენტიდან გაუმჯობესებულია 5 კომპონენტში: საკუთრების უფლება (65,9 ქულა), მთავრობის დანახარჯები (73,6 ქულა), საგადასახადო ტვირთი (87,1 ქულა), ფისკალური მდგრადობა (93,9 ქულა) და ფინანსური თავისუფლება (70 ქულა). HeritageFoundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2019 წლის კვლევისშეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: განახორციელა არაერთი რეფორმა ქვეყანაში წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, შემცირდა და გამარტივდა რეგულაციები, ქვეყანა გადავიდა ღია ბაზრის პოლიტიკაზე, განვითარდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. რეგულაციების, საგადასახადო ტვირთის და კორუფციის შემდგომი შემცირება ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში და სტიმულს მისცემს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. ანგარიში პოზიტიურ შეფასებას უკეთებს ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობასა და ფისკალურ სიჯანსაღეს, ისევე, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (DoingBusiness), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)