|
2019-01-18 15:38:37, 2838 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი „გაზპრომზე“: მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა - არ ვაპირებთ ჩვენ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას
„არ ვაპირებთ ჩვენ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "გაზპრომთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებას. პრემიერის განცხადებით, ახალ კონტრაქტზე ჯერ მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა დასძინა, რომ თუ იქნება სიახლე, ეკონომიკის სამინისტრო საზოგადოებას ამ სიახლეს გააცნობს. მამუკა ბახტაძე ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო, მილსადენის გაყიდვაზე მიდიოდა საუბარი. „ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენს სატრანსპორტო ფუნქციაზე უარის თქმას. საქართველო საკმაოდ საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობს სატრანსპორტო ფუნქციის მხრიდან და ეს იქნება ჩვენი ინტერესი. რაც შეეხება კონკრეტულ ხელშეკრულებას, თუ ახალი ხელშეკრულება დაფიქსირდება, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას ჩვენი მასმედიის დახმარებით. მოლაპარაკებები დაიწყება მაშინ, როდესაც იქნება ამის კონკრეტული თარიღი, დედლაინი და შეხვედრა დანიშნული. მე ვამბობ იმას, რომ საქართველო აგრძელებს თავისი ტრანზიტული ფუნქციის შესრულებას და შესაბამისად, იმ სარგებლის მიღებას, რომელიც დაკავშირებულია და ჩადებულია ამ სატრანზიტო ხელშეკრულებაში. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი პასუხი იყოს შინაარსობრივი და ახლაც შინაარსობრივი პასუხი გაგეცით. რაც შეეხება შიშებს და მოლოდინებს, მე შინაარსობრივ კომპონენტზე ვამახვილებ ყურადღებას, თუ გინდათ პოლიტიკურზეც გავამახვილებ. იგივე პოლიტიკური გუნდი საუბრობდა თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რომ მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა. მე ვცდილობ, რომ ჩემი პასუხები იყოს შინაარსობრივი, ისეთი, როგორიც აინტერესებს მოსახლეობას. საქართველო აგრძელებს თავის სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას და შესაბამისად იმ სარგებლის მიღებას, რაც არის დაკავშირებული ამ სატრანზიტო ფუნქციასთან“, - განაცხადა ბახტაძემ.
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)