22:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-14 12:33:58, 1657 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია: ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, რა არის გუნდურობა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი

ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, რა არის გუნდურობა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, სადაც მოქალაქემ უნდა იცოდეს,  რა გადაწყვეტილებას იღებს მისი წარმომადგენელი.

„ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. მოქალაქეს აინტერესებს, ვინ იქნება მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოსამართლე, იქნებიან ისინი მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები, თუ მოსამართლეები, რომელთაც აქვთ მაღალი სანდოობა, შეუვალობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც არ არის დაკავშირებული სასტიკ ძალადობრივ რეჟიმთან და უსამართლობასთან. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ვუთხრათ ხმადაბლა და რა არის საკითხები, რომელიც კარს მიღმა, ხალხთან ერთად უნდა წყდებოდეს.  შვიდი წელიწადი, 2011 წლიდან თუ ავიღებთ, როგორღაც მოვახერხე, ჩემი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეჩვენებინა, რომ მე არ ვარ ადამიანი, ვინც გარეთ შიდა თემებზე, ჭორაობს საუბრობს, მაგრამ არც ის ადამიანი არ ვარ, რომელიც როცა საკუთარ ხალხს ატყუებს. მე არ შემეძლო ტყუილის თქმა, მე ვთქვი ის, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics