02:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 13:52:51, 1412 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი გვრიტიშვილი: არ დავუშვებთ, რომ ვინმე სასამართლო ხელისუფლების საქმეებში ჩაერიოს

„მზად ვართ, საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ვინმე სასამართლო ხელისუფლების საქმეებში ჩაერიოს“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გვრიტიშვილი „ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მოსამართლეთა სიას ეხებოდა.

„დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი უკვე აშკარა მუქარაზეა გადასული და ეს სხვა არაფერია თუ არა სასამართლო ხელისუფლების დასჯის მცდელობა, იმისთვის, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში. ასევე აბსოლუტურად დაუშვებელია ეკა ბესელიას განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე არიან სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსახური მოსამართლეები. გაურკვეველია ვის გულისხმობს სააკაშვილის პერიოდში მომსახურე მოსამართლეებში, ეს ყველაზე თუ არის გავრცელებული, აშკარად დისკრიმინაციული და უსაფუძვლო განცხადებაა, რომ მათ შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში. მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის დეპუტატებსაც, საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნასა და კარიერის მართვაზე არსებობს, მხოლოდ ობიექტურ გაზომვად კრიტერიუმებს ეფუძნება, როგორიც არის დამსახურება. „სააკაშვილის დროს მსახურება“ არ არის ობიექტური კრიტერიუმი და აშკარად დისკრიმინაციული მიდგომაა. ეს არის სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობა, რასაც საბჭოს წევრები არ დავუშვებთ. არავის გვეშინია, მზად ვართ, საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ მცდელობას, რომ ვინმე სასამართლო ხელისუფლების საქმეებში ჩაერიოს, მითუმეტეს, რაღაც დასჯის მცდელობა განახორციელოს“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics