|
2018-12-26 21:59:06, 1527 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე - 2018 წელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართული სპორტის გამარჯვების წელი
თქვენ 2018 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს. წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მთავრობის მეთაურმა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანს - ლაშა ტალახაძეს გადასცა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2018 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო და თითოეული წარმატებული სპორტსმენი სამაგალითოა. „დღეს საქართველოს ისე სჭირდება გამარჯვებები, როგორც არასდროს. 2018 წელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართული სპორტის გამარჯვების წელი. თქვენ, ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა 800 მედალი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს და შესაბამისად, 2018 წელი არის ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებები როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში. განსაკუთრებული წარმატება ჰქონდათ ჩვენს პარაოლიმპიელებს. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა ამავე დროს გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანი არის მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მაგალითი იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. 2020 წელს საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ მართლაც არის ჩემპიონებს სამშობლო. ამავე დროს, იუნესკომ ქართული ჭიდაობა არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ, ქართველებს, შეიძლება არა მრავალრიცხოვანს, მაგრამ ძალიან ნიჭიერ ერს, განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალი რუსთაველის თეატრში გაიმართა. წლის სპორტსმენთან ერთად, საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ 14 ნომინაციაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)