|
2018-12-26 17:19:15, 1436 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი მოსამართლეობის კანდიდატებზე - თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მათ მხარს ვერ დავუჭერ
„თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მათ მხარს ვერ დავუჭერ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ფორმა, რომლითაც სია იქნა წარდგენილი, მისთვის მისაღები არ არის. „ამ პროცესში ჩემთვის ორი რამ არის პრობლემური. პირველი ეს არის მთლიანად პროცესი, რადგან ქვეყნისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დასახელება უმნიშვნელოვანესია. ამ ფორმით წარმოდგენილ სიასთან პრობლემა მაქვს. მეორეა, კონკრეტული გვარები, რომლებიც სიაში არიან წარმოდგენილნი. ზოგიერთ მათგანზე ჩემი მოსაზრება 2012 წელს მაქვს დაფიქსირებული და აზრი არ შემიცვლია. თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მათ მხარს ვერ დავუჭერ. მათ შორის გვრიტიშვილს ვგულისხმობ, რომელთანაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების განხილვის დროს სერიოზული ხარვეზები, კანონდარღვევები ფიქსირდებოდა იმ წლებში, როცა ჩემს ორგანიზაციას ადამიანების წარმომადგენლობა უწევდა. სია რა ფორმითაც იქნა წარმოდგენილი, მისაღები არ არის. ვერ გეტყვით, კენჭისყრა ჩატარდება თუ არა კვირის ბოლოს, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი მეტ დროს გამოიყენებს. პროცედურები მაქსიმალურად მალე უნდა შევქმნათ, რომ მომავალში ასეთი გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)