2018-12-26 11:56:40, 1864 ნახვა
პოლიტიკა
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ორი აქცია გაიმართება
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ორი აქცია გაიმართება.
სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის წლისთავთან დაკავშირებით ახალგაზრდა აქტივისტები აქციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართავენ.
შემდეგ კი, შვილმკვდარი მამების აქცია 15:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
(NS)
ავტორი: ,