2026-11-06 15:27:51, 313 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა, პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და დღეგრძელობა უსურვა. შეხვედრა წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით მექვაბიშვილის ორგანიზებითა და ხელშეწყობით ჩატარდა.
ბაგრატიონმა რომის პაპს სამახსოვრო საჩუქარი - ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი გადასცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან