|
2018-12-25 17:58:12, 2127 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა ელექტროენერგიის და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმართულებით
„ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში, ასევე ზოგადად ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა ელექტროენერგიის და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმართულებით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, რეფორმა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის კუთხით ეტაპობრივ და ნაწილობრივ ლიბერალიზაციას გულისხმობს. „ეს დაგვეხმარება, კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა მივიღოთ ტარიფების თვალსაზრისით. ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია - რომ დავზოგოთ ის ენერგორესურსი რომელიც გვაქვს და კიდევ ერთი დიდი იმპულსი მივცეთ ჩვენს ეკონომიკას", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ არ აშენდება გენერაციის ობიექტები, საქართველოს ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი ექნება. „ჩვენი გათვლებით, უცხოეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი რომც მოვინდომოთ, ფიზიკურად არის შეუძლებელი, ამიტომ ჩვენ უნდა ავაშენოთ გენერაცია, რათა ჩვენმა ეკონომიკამ თავისი ენერგიის წყარო იქონიოს. ეს უმნიშვნელოვანესია, ამისთვის გვაქვს შედგენილი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ვაშენებთ გენერაციას. დიდი ჰიდროელექტროსადგურების - შუახევის, ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონის, ცხენისწყლის და დამატებით ენგურის ჰესების გარდა ჩვენ გვაქვს საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კონკრეტული გეგმაც", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. წ მისი ინფორმაციით, დღესდღეობით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა 117 პროექტი, 26 პროექტი მშენებლობის ლიცენზირების ეტაპზე და 22 პროექტი მშენებლობის ეტაპზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ქვეყანას დამატებით 365 მეგავატ ელექტროენერგიას მისცემს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ამ სექტორში დიდი მოთხოვნა არსებობს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ამასთან, როგორც გიორგი ქობულია აცხადებს, მთავრობას აქვს კარგად დათვლილი და გააზრებული გეგმა თბოელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებითაც. „გვაქვს ამბიციური გეგმები ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კუთხითაც, კერძოდ, 2020 წლიდან დავიწყებთ ქარის სიმძლავრეების შეყვანას. ასევე ვსწავლობთ მზის ენერგიის პოტენციალს, თუმცა, უნდა ითქვას, საქართველო ენერგეტიკის მიმართულებით უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ვენესუელამ აშშ-სთან ნავთობის შეთანხმების პირობები გაასაჯაროვა: 25 წლიანი და დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტი წარმოება
დენის კულანინი საქართველოს პირველ სექტემბერს დატოვებს და მესამე ქვეყანაში წავა
პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე, ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)