04:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 16:58:43, 1657 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ბოლო შანსი ხელიდან გაუშვა

„დღეს თქვენ პროფესიულად და შინაარსობრივადაც, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, ამას გეუბნებით ქართველი ხალხის სახელით“, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს წევრებს მას შემდეგ, რაც მდივანმა უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის კანდიდატურა დაასახელა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, საბჭომ ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია შეესრულებინა.

„თქვენი და სასამართლო სისტემის მიმართ ჩემი კრიტიკის მიუხედავად, ნამდვილად არ მეგონა, თუ საკუთარი კარიერის გადასარჩენად თუ ამ დონემდე დაეცემოდით, იმ ბოლო ტოტსა და ნაფოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ რეალურად ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ დაგაკისრათ“, - მიმართა დოლიძემ საბჭოს წევრებს.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics