04:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 20:05:18, 1833 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა გახარიას: ვერ შეგვაშინებთ დაჭერებით, ვერც დავით კირკიტაძეს შეაშინებთ და ვერც 800 ათას ამომრჩეველს

„ვერ შეგვაშინებთ დაჭერებით, ვერც დავით კირკიტაძეს შეაშინებთ, ვერც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს და ვერც იმ 800 ათას ამომრჩეველს“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

„როგორც ჩანს დღეს მინისტრის პარლამენტში მოსვლის მიზანი უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერება ოპოზიციის მიმართ მუქარის, დაჭერით, დევნით შევიწროებით და შერჩევითი სამართლით „კირკიტაძე ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთო“, მოგვახსენა დღეს ბატონმა გახარიამ“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, შს მინისტრმა დეპუტატების მწვავე კითხვებს თავი აარიდა:

„მინისტრი აქ მოვიდა, როგორც აღმოჩნდა, იმიტომ კი არა, რომ გასცეს პასუხი ზაზა სარალიძეს, ვახა მაჩალიკაშვილს ან ია კერზაიას შვილს ან ნოდარ ბურდილაძის ოჯახს ან ახალქალაქში დაზარალებულებს ან აფგან მუხთარელის და მის მეუღლეს ან იმ 800 ათას ამომრჩეველს, რომელმაც იცის, რომ მას არჩევანი 28 ნოემბერს მოპარეს, არა, დღეს აქ მინისტრი მოვიდა იმისთვის, რომ დათუნა სარალიძის მკვლელის დაუსჯელობა სრულიად ურცხვად, ფაქტობრივად, კომისიას დააბრალოს. მოვიდა იმისთვის, რომ გვითხრას, რომ მაჩალიკაშვლის საქმეს, მუხთარლის გატაცებას და არჩევნების გაყალბებას პროკურატურა იძიებს თურმე“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics