16:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 16:26:43, 1454 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე გახარიას: როგორ მივიდეს მოქალაქე მართლწესრიგის ოფიცერთან, როდესაც იცის, რომ კრიმინალი თქვენთან არის ალიანსში

„როგორ მივიდეს მოქალაქე მართლწესრიგის ოფიცერთან, როდესაც იცის, რომ კრიმინალური ავტორიტეტი თქვენთან არის ალიანსში“, - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას რომელიც პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

როგორც კახიძემ აღნიშნა, დანაშაულის ზრდა, ქვეყნის მასშტაბით, 60%-ით არის გაზრდილი.

„პარლამენტარებს, ჩვენს სამუშაო მაგიდებზე დაგვხვდა თქვენი სისტემური განახლების ბუკლეტი, საკმაოდ საინტერესო, უბრალოდ აქ არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. თქვენ გამოსვლაშიც არ საუბრობთ იმ ძალიან საგანგაშო, ძალიან შემაშფოთებელ ვითარებაზე, რომელიც გვაქვს კრიმინოგენული თვალსაზრისით. ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც ნამდვილად ქვეყნდება და მე ამას მივესალმები და ვაფასებ, მაგრამ ამ სტატისტიკის მიხედვით დანაშაულის ზრდა გვაქვს 60%-იანი ქვეყნის მასშტაბით, ამავე დროს აღსანიშნავია, განსაკუთრებით საგანგაშო 122%-იანი ზრდა დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ და 79%-იანი ზრდა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, მათ შორის, ქურდობა 90%-იანი ზრდით. ბატონო გიორგი, როდესაც ასეთი შემაშფოთებელი კრიმინოგენული ვითარება გვაქვს, რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ თქვენ, „ქართულ ოცნებას“ , როგორც პოლიტიკურ გუნდს არჩევნების ადმინისტრირებაში გვერდით გყავთ კრიმინალური ავტორიტეტები და „მოძველბიჭო ქუჩის ელემენტები“, როდესაც ისინი შეავიწროვებენ კანონმორჩილ მოქალაქეებს, გამოსძალავენ ფულს, გაძარცვავენ, გაქურდავენ ან სხვაგვარად ჩაიდენენ დანაშაულს, როგორ უნდა მივიდეს თქვენს მიერ ნახსენებ მართლწესრიგის ოფიცერთან მოქალაქე, როდესაც იცის, რომ კრიმინალური ავტორიტეტი თქვენთან იმყოფება ალიანსში“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics