|
2018-12-21 14:34:29, 2735 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა რეფორმების შემდგომ განვითარებას ხელს უწყობს
„Forbes“ - ის რეიტინგი კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესგარემო ყოველწლიურად უმჯობესდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნული საერთაშორისო გამოცემის მიერ მსოფლიოში ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგის კომენტირებისას განაცხადა. ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ „ფორბსი" მსოფლიოში ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2018 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 8 საფეხურით გაუმჯობესდა და 44-ე ადგილი შეადგინა. რეიტინგი ქვეყნებს 10 კომპონენტი მიხედვით აფასებს. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს 4 კომპონენტში წამყვანი პოზიციები უკავია, მათ შორის როგორიცაა, ინვესტორების დაცვა, ბიუროკრატია, ვაჭრობის თავისუფლება და საგადასახადო წნეხი. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, გარდა ბალტიის ქვეყნებისა. მისი თქმით, „აღნიშნული რეიტინგი შედეგია იმ რეფორმებისა, რომელთაც საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს. საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე". ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებები, რომლის თანახმადაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, გაზრდის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და მიმართული იქნება ინკლუზიურ ზრდის უზრუნველყოფისკენ. რაც შეეხება უშუალო მეზობლებს, "Forbes"-ის რეიტინგში ყველაზე საუკეთესო პოზიცია აქვს რუსეთს (55 ადგილი), თურქეთს (57 ადგილი), ყაზახეთს (65 ადგილი), აზერბაიჯანს (70-ე ადგილი) და სომხეთს (81 ადგილი). აღსანიშნავია, რომ "Forbes" - ის რეიტინგის მეთოდოლოგია, თავის მხრივ, ეყრდნობა ისეთი ცნობილ კვლევებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთება", მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი", Heritage Foundation "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი", საერთაშორისო გამჭვირვალობა „კორუფციის აღქმის ინდექსი", Freedom House's „მსოფლიო თავისუფლება", Property Rights Alliance's „საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსი", UN „ადამიანური განვითარების ინდექსი" და The CIA's World Factbook.
(NS)
ვენესუელამ აშშ-სთან ნავთობის შეთანხმების პირობები გაასაჯაროვა: 25 წლიანი და დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტი წარმოება
დენის კულანინი საქართველოს პირველ სექტემბერს დატოვებს და მესამე ქვეყანაში წავა
პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე, ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)