|
2026-10-29 14:24:57, 497 ნახვა
სამართალი
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ორგანიზებას უწევდნენ, ხელმძღვანელობდნენ და მონაწილეობდნენ ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფურ მოქმედებებში. დაჯგუფების წევრებს შემუშავებული ჰქონდათ მოქალაქეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და მათგან მატერიალური სარგებლის მიღების გეგმა. მათ მიერ შემუშავებული სქემის თანახმად, დაჯგუფების წევრები სოციალური ქსელების ,,ტინდერისა" და ,,ფეისბუქის" ყალბი პროფილების გამოყენებით, სხვადასხვა ქალის სახელით, უკავშირდებოდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს და გაცნობის მიზნით შეხვედრებს უთქვამდნენ. ადგილზე მისულ პირებს კი, სასტიკად უსწორდებოდნენ. ცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იარაღის დემონსტრირებით ართმევდნენ ფულს და პირად ნივთებს. დაზარალებულთა ცემასა და შეურაცხყოფას იღებდნენ ვიდეო-კამერით, რასაც შემდგომ ტვირთავდნენ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. დაჯგუფების წევრები ძალადობრივი ჩანაწერების დემონსტრირებით მოქალაქეებს მათ მიერ შექმნილი ძალადობრივი არხების განსავითარებლად თანხის ჩარიცხვას სთხოვდნენ. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით; 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" და 181 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვა და გამოძალვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)