23:48 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 13:41:13, 1714 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი - თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ზოგ შემთხვევაში იყო მზარდი, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში ძალიან მცირეა

 „თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებით ზოგ შემთხვევაში ტენდენცია იყო მზარდი, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა  ევროკომოსიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ რიგ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, მთვრობა ამ მიმართულებით დამაჯერებელ რეფორმებს ატარებს და როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით საფრთხეებს ვერ ხედავს.

„მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე მოხდა ამ საკითხის წარდგენა და გაანალიზება. ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაცა ეტაპზე მართლაც იყო ზრდა ზოგიერთი ქვეყნების მიმართულებით, თუმცა ასევე წარმოდგენილი იყო ის ღონისძიებები, რომლითაც ჩვენ ამას შევამცირებთ. მინდა იცოდეთ, რომ ზოგ შემთხვევაში ტენდენცია იყო მზარდი, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში ეს ძალიან მცირეა. ეს იყო რაც ჩვენ გვაწუხებდა, თუმცა ბევრ დადებით ტენდენციაზეცაა ნათქვამი ანგარიშში, რა მიმართულებითაც საქართველო მიდის და მე ვფიქრობ, ბევრი საამაყო გვაქვს. ვფიქრობ, მომავალ წლებში უფრო მეტი საამაყო გვექნება, რადგან მეტი დამაჯერებელი ტემპებით წავალთ ევროკავშირისკენ,  უფრო მეტ დამაჯერებელ რეფორმებს გავატარებთ და ამ მიმართულებით მე ვერანაირ საფრთხეებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის დაკსვნის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა. მათივე ცნობით,  ცნობით, 2018 წლის პირველ ნახევარში მიღებული იყო 9,680 თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი, ხოლო 2017 წლის იმავე პერიოდში - 4,770.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics