|
2018-12-19 20:15:52, 1341 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისია: საქართველომ ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე გააძლიერა
საქართველომ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში პირველ ანგარიშში განსაზღვრული ქმედებები განახორციელა და ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისთვის და მასთან საბრძოლველად თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე გააძლიერა, - ამის შესახებ ევროკომისიის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებას ეხება. ევროკომისიის განცხადებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2017-2020 წლების ახალი ეროვნული სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დროულად და ეფექტიანად უნდა განხორციელდეს. „უკანასკნელი წლების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პოლიციის რეფორმები ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობასა და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციასთან დაკავშირებით და ასევე დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. პოლიციის ატაშეები წარიგზავნენ ძირითად წევრ ქვეყნებში და სამართალდაცვით სფეროში ახალი შეთანხმებები იდება. საჭიროა საპოლიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება მეტად დაზარალებულ წევრ სახელმწიფოებთან, რათა საქართველოდან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ევროკავშირზე გავლენის შემცირება გაგრძელდეს. 2018 წლის მარტში ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას. 2018 წლის სექტემბერში მეკავშირე ოფიცერი ევროპოლის შტაბ-ბინაში განთავსდა. დასრულდა მოლაპარაკებები თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან“, - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში. ცნობისთვის, ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამომდინარეობს კომისიის ვალდებულებიდან გაუწიოს მონიტორინგი მესამე ქვეყნების მიერ ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებას და ანგარიში მისი შედეგების შესახებ წარუდგინოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. შეფასების პერიოდი 2017 წლის დეკემბერში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის2 ფარგლებში პირველი ანგარიშის მიღებიდან იწყება. ანგარიშის სტატისტიკური ნაწილი ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს ფარავს, რომელზეც (ევროკავშირის) 2018/1806 რეგულაცია ვრცელდება და შენგენის ოთხ ასოცირებულ ქვეყნას (შემდგომში "შენგენ+ ზონა")4. კონკრეტული სფეროების შეფასება ძირითადად ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ევროსტატს მიაწოდა შენგენ+ ზონის ქვეყნებმა, ევროკავშირის უწყებებმა (ევროპის პოლიციის სამსახურმა, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში ფართომასშტაბიანი კომპიუტერული სისტემების ოპერატიული მართვის ევროპულმა სააგენტომ (eu-LISA), ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისმა (EASO), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ (EBCGA) და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტომ); ასევე მოხდა ინფორმაციის გაცვლა ევროკომისიას, ევროკავშირის საგარეო სამსახურსა და უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებს შორის.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)