23:39 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 13:25:52, 1516 ნახვა

პოლიტიკა
ჟვანია - მარგველაშვილის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს ჩვენთან მუშაობა შევთავაზეთ

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა.

როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს ათონელის რეზიდენციაში ყოფნის დროს განუცხადა, პრეზიდენტის დავალებით ის პირველ შეხვედრას ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამართავს.

გარდა ამისა, ლაშა ჟვვანიამ ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცედურები განმარტა. მისივე თქმით, ახალი ბიუჯეტით თანამშრომლების რაოდენობა 60 საშტატო ერთეულამდე დადის. 

„ჩემი პირველი შეხვედრა პრეზიდენტის დავალებით იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მთლიანად. იქნება როგორც სრულად თანამშრომლებთან, ისე ცალცალკე დეპარტამენტების მიხედვით, ისე ინდივიდუალურად შეხვედრა ყველასთან, რადგან გარკვეული კომისიური ჯგუფი გვეყოლება, რათა გავიაზროთ, ვნახოთ, თითოეული ადამიანის კვალიფიკაცია. ასევე, ამავე პერიოდში, პარალელურად პრეზიდენტი ჩამოყალიბდება თავისი ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაზე, რა მიმართულებებზე, რა კვალიფიკაციის მქონე ადამიანები გვჭირდება ადმინისტრაციაში. იცით, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, 60 საშტატო ერთეულამდე დადის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 1-ელი იანვრიდან, თუმცა 12 იანვრიდან შეუძლებელია ეს რომ გაკეთდეს, იმიტომ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს რეორგანიზაციის გარკვეულ ვადას და კანონი, რომელიც ჩვენ გვაქვს საჯარო სამსახურის შესახებ, არის ერთ-ერთი კარგი კანონი, ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესოა. იმიტომ, რომ კანონი მუდმივად იხვეწება, მაგრამ ერთ-ერთი კარგი კანონია, რომელიც არის სტაბილურობის გარანტი საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეების“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ამასთან, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს კობა ედილაშვილს და საფინანსო სამსახურის უფროსს თამარ გოდერძიშვილს ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა შესთავაზა. 

რაც შეეხება მასმედიასთან მუშაობის სამსახურს, შესაძლოა ახალ ადმინისტრაციაში, მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსი სოფო ჯაჯანაშვილი დასაქმდეს. ჟვანიას თქმით, ჯაჯანაშვილს ზურაბიშვილთან წარსულში თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics