02:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 10:23:49, 1196 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის გამოხატულებაა

„დღეს, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს, ისეა საჭირო პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა.

„ყველამ კარგად ვიცით, როგორი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და როგორი მაღალი რისკების შემცველია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური რყევები ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიისა და მცირე სახელმწიფოსათვის. საქართველოს მიზანია დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობა, რაც საფუძვლად უდევს  რეფორმებისა და ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესს. ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს და მაქსიმალურად დავნერგოთ ყველა ის სიახლე, რომელიც საქართველოს წარმატებულ ქვეყნად აქცევს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხს. ჩვენი მთავრობის პროგრამას საფუძვლად დაედო 5 პრინციპი, რომელთაგან უმთავრესია ქართველი ხალხის ცივილიზაციული არჩევანი - ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ დიპლომატიას ეკისრება.

ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული საქმიანობა გისურვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics