23:39 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 19:37:15, 1415 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი კირკიტაძის დაკავებაზე: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში [ვიდეო]

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურჯაანში განვითარებულ მოვლენებსა და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებას. 

სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილის "მანიაკი" უწოდა. 

„დაწყებული არჩევნების მეორე ტურიდან, გუშინდელი მოვლენებით გაგრძელებული და დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებით, მინდა გითხრათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსულ საქართველოში. საქართველოში მყარდება სუფთა რუსული ტიპის რეჟიმი ივანიშვილის მიერ და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტის, გახარიას მიერ. ეს არის რუსული რეჟიმი, ოღონდ რუსული პენსიების გარეშე, რუსული შემოსავლების გარეშე, უბრალოდ რუსული სისტემით და პოლიტიკის გაქრობით. მესმის, რომ ყველას აქვს თავისი საქმე, ყველა ფიქრობს საკუთარ გადარჩენაზე, ქვეყანა იცლება ხალხისგან, ყველას უნდა ლუკმა პურის მოპოვება. მესმის, რომ ყველას ვერ მოთხოვ ქუჩაში დგომას. მითუმეტეს, რომ თქვენ უკვე მიეცით ხმები არჩევნებზე და არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა. მაგრამ იცოდეთ, რომ კირკიტაძის და მელიას განეიტრალებით, აქტიური რეგიონების ხალხის განეიტრალებით, ივანიშვილი გართევთ ბოლო იმედს, რომ ამოძვრეთ იმ ნეხვიდან, რომელშიც ის ძირავს საქართველოს, გართმევთ იმედს, რომ ოდესმე ისევ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. თუ ამ ადამიანებს დღეს გვერდში არ დავუდგებით, ხვალ თქვენც არავინს დაგიცავთ. ეს ხარბ მანიაკი, ახალგამოჩეკილი დიქტატორი, ბოლომდე გაგძარცვავთ და ჯიბეებიდან უკანასკნელ კაპიკებს ამოგაცლით. საქართველოშ გამყარდა ოლიგარქიული დიქტატურა, დარჩა მხოლოდ ცალკეული წინააღმდეგობის ცენტრები, მაგრამ ჩვენი ბრძოლა იქნება ძალიან პრინციპული. ჩვენ არასდროს შევეგუებით იმას, რომ საქართველო "გააბანძონ" და აქციონ რუსეთის დანამატად. ყველაფერი გამოგვივა თუ ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს. სამწუხაროდ პოლიტიკა აღარ დარჩა დღეს დარბაზებში, მან გადაინაცვლა მთლიანად ქუჩაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics