22:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 19:42:16, 1371 ნახვა

პოლიტიკა
მელია - გვექნება კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებული მოძალადეების სასწრაფოდ დასჯას

 „მივდივართ ახლა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და გვექნება კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება მოძალადეების, იდენტიფიცირებული მოძალადეების სასწრაფო წესით დასჯას“, - ამის შესახებ ენმს-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ცოტა ხანში რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

ნიკა მელიას თქმით,სამოქმედო გეგმას სწორედ აქციაზე გააჟღერებენ.

ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ის, რაც ჩაიდინეს ახალქალაქში, კონკრეტულად ვგულისხმობ ადამიანს, ვისაც შემოაკვდა და მოკლეს ქალბატონი ია ზუგდიდში, ელემენტარულად გამოძიებაც არ დაწყებულა, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორს ვგულისხმობ. სახელით და გვარით არის ცნობილი ჩვენთვის 30-მდე ადამიანი, ვინც კდემამოსილი სახეებით, მათ შორის ქალბატონები, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მათ შორის ბებიებიც იყვნენ, დედებიც, რომლებიც აყალბებდნენ არჩევნებს. ამათ დასჯას და უბრალოდ ბრალის წაყენებას კი არ ვითხოვთ, სასწრაფოდ დაპატიმრებას. რა არის იმაზე მძიმე დანაშაული, თუ არა ესეთი მასიური გაყალბება, როდესაც მთელმა ქვეყანამ გავიგეთ, ვინ აყალბებდა, ან ასეთი პრეზიდენტი რაში გჭირდებათ, რომც იყოს პრეზიდენტი? არ შეგრცხვათ, არ მოგერიდათ კამაზები რომ ჩაგვიხერგეთ? კამაზები იყო ჩახერგილი რუსული ნომრებით“, - აღნიშნა მელიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics