|
2018-12-16 18:21:23, 1130 ნახვა
პოლიტიკა
„ახლა მთავარია მაქსიმალური კონსოლიდაცია თბილისში“ - სააკაშვილმა საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა
„ახლა მთავარია, მშვიდობიანი კონსოლიდაცია საქართველოს ყველა რეგიონში ვისაც შეუძლია ჩამოსვლა თბილისში, უნდა ჩამოვიდეს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, facebook-ის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში მომხდარი მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური და ასეთი არჩევნები 21-ე საუკუნეში ევროპულ ქვეყანაში არ უნდა ტარდებოდეს. „თქვენ ნახეთ დღეს, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა ე.წ. ხელისუფლება. 2003 წლის კადრები გამახსენდა, როგორ კეტავდნენ კახეთიდან თბილისში მომავალ გზას, ზუსტად ასეთი კორუმპირებული, თავზენამუსაღებული, თავზეხელაღებული ე.წ. პოლიციელები და ადიკო ივანიშვილის ჯიბის პოლიციელს კუპატაძეს სხვა არაფერი არ შემიძლია ვუწოდო ეს არ არის საქართველოს პოლიცია, ეს არ არის ის, რაც შეიძლება ხალხის წარმომადგენლად ჩაითვალოს. ამიტომ ჩემი აზრით, ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, მთელი ძალების კონსოლიდაცია. ისინი დღეს ძალიან სუსტები არიან, მათ მოიპარეს არჩევნები, აქ ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს კი არ უპირისპირდება, „რუსთავი 2“-ზე“გასულმა საარჩევნო კომისიებიდან ამოღებულმა კადრებმა ნათლად აჩვენა, რომ არჩევნები მხოლოდ კარტოფილით კი არ იქნა ნაყიდი, ძალადობით კი არ იქნა წაღებული, რეალური ციფრები იქნა დადებული მხოლოდ მოპარვის, ქურდობის, ჩაყრის, გაყალბების, კომისიის წევრების მოსყიდვის შედეგად. არჩევნები არის არალეგიტიმური და ასეთი არჩევნები 21-ე საუკუნეში ევროპულ ქვეყანაში არ უნდა ტარდებოდეს. საქართველო არ არის მუგაბესდროინდელი ზიმბაბვე. საქართველო არ არის ის, რისი გადაქცევად ივანიშვილს უნდა. ჩვენ არ ვართ 70-იანი წლების უგანდა, გასული საუკუნის შუაპერიოდის ლათინური ამერიკა, ჩვენ არ ვართ საბჭოთა კავშირში, არ ვართ თურქმენეთი, რომლის წარმომადგენელიც ამ ინაუგურაციაზე ჩამოვიდა. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე, ამაყი ერი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტაქსისა და სამარშტურო ტაქსების მძღოლებს მოუწოდა, ყველა, ვინც თბილისში თავისი ხმების დასაცავად წავა, მგზავრობის საშუალება უფასოდ მისცენ. „ამიტომ, ჩემი აზრით, ამის შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს და პრობლემა არ არის ზურაბიშვილი, მისი გაპანღურება იქიდან მოხდება ორ წუთში როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება. ახლა მთავარია, მშვიდობიანი კონსოლიდაცია საქართველოს ყველა რეგიონში ვისაც შეუძლია ჩამოსვლა თბილისში, უნდა ჩამოვიდეს. მაქსიმალური კონსოლიდაცია თბილისში, იმიტომ, რომ ყველა თბილისელს, ყველა ქუთაისელს, ყველა ბათუმელს, ყველა ლანჩხუთელს, ყველა თელაველს, ყველა რეგიონის წარმომადგენელს, ყველას მოგპარეს არჩევნები, ყველას უბრალოდ წაგართვეს თქვენი ქვეყნის განკარგვის უფლება, ამიტომ ვინც ადგილზე იქნება, იქნება. მე მინდა, ვთხოვო ტაქსის მძღოლებს, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, ვინც თბილისში თავისი ხმების დასაცავად წამოვა, ის ხალხი წამოვიყვანოთ იქიდან უფასოდ, შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს გადარჩენის საქმეში. ჩვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)