16:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 16:16:24, 1334 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმებულია

დღეიდან, პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმებულია.

მისი გაუქმება ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამ გამოიწვია, რომელიც ძალაში მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების შემდეგ შევიდა.

კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოთი იცვლება, რომელიც მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს იქმნება.

„1. საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ პარლამენტისა და მთავრობის ცალკეული წევრები. ეროვნული თავდაცვის საბჭო მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.

 2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით“, - ნათქვამია კონსტიტუციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics