|
2018-12-16 15:58:54, 921 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი
„პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა, თუმცა დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ღონისძიებაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იზრუნებ იმისათვის, რომ გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება და აამაღლოს პოლიტიკური კულტურა. ამასთან, მან მმართველ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა, ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგაოდებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში, მადლობელი ვარ „ქართული ოცნების“ რომელმაც როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა, ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია თუნდაც ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი. საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხიმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)